ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი წარმოშობით წალენჯიხიდანაა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პირველი საშუალო სკოლის 1965 წლის კურსდამთავრებულების ინფორმაციით, მათივე თანაკლასელი, სერგო მელაძე ბოლო წლების მანძილზე ოჯახთან ერთად ჯერ თბილისში და შემდეგ ესპანეთში ცხოვრობდა. კლასელების თქმით, მას კორონავირუსი ქონდა. 73 წლის მამაკაცის გადარჩენა ესპანელმა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. “გიდასტურებთ იგი 18 წლამდე აქ წალენჯიხაში ცხოვრობდა და დღეს გავიგეთ ეს სამწუხარო ამბავი”,-განაცხადა წალენჯიხის მერმა ბესო ფარცვანიამ.