მთავარისიახლეებიექსკლუზივისოფელ ზედაეწერში ფონდი soco-ს ექიმების მობილური ჯგუფი და სანდრა რულოვსი მოსახლეობას ...

სოფელ ზედაეწერში ფონდი soco-ს ექიმების მობილური ჯგუფი და სანდრა რულოვსი მოსახლეობას უფასო გასიჯვებს უტარებენ და მედიკამენტებით ამარაგებენ (Video)

Published on

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი  soco-ს ექიმების მობილური ჯგუფი სანდრა ელისაბედ რულოვსის ორგანიზებით ზუგდიდს სტუმრობენ. სოფელ ზედაეწერში დილიდან  სხვადასხვა სპეციალისტები უფასო გამოკვლევებს ატარებენ, ასევე პაციენეტებს ურიგდებათ  მედიკამენტები. მობილური ჯგუფის შემადგენლობაში შედიან თერაპევტი- თინა ნემსაძე, კარდიოლოგი- მერაბ მაღლაკელიძე, ენდოკრინოლოგი ნინო ჩაჩანიძე, ნევროლოგი ინგა ბულია, ტუბერკულოზის სპეციალისტი (პნევმოლოგი)- ეკა სანიკიძე, გინეკოლოგი ნატა ფირცხალავა, კოლპოსკოპისტი თამარ ალიბეგაშვილი, ექოსკოპისტი ნინო თევზაძე. პაციენტების გასინჯვაში მონაწილეობას სანდრა რულოვსიც იღებს.საქველმოქმედო ფონდი soco ასევე ეხმარება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობაში.დილიდან რიგებია მობილური ჯგუფის ექიმებთან, პაციენეტები ფონდი soco-ს პროექტს ემადლიერებიან.საქვემოქმედო ფონდი soco-ს  ექიმების მობილური ჯგუფი უფასო გასინჯვებს 22 იანვარს  სოფელ კახათშიც ჩაატარებს

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...