ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა

0
380

ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა, ოთახების აღჭურვის პროცესი დღეს დასრულდა. რეგიონში 224 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 21 კი საკარანტინო ზონაშია მოთავსებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, ელექტრო ტექნიკის მაღაზიები და სხვა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება. ყოველდღიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

წინა სტატიამეზობლების ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში უცხოეთიდან ჩამოსული პირი ამბობს, რომ კარანტინს გადაურჩა და არც თვითიზოლაციის წესებს იცავს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის დასადგენ სწრაფ ტესტებს საქართველოში მომავალ კვირას შემოიტანენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური