მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირი, რომელიც ზუგდიდი - თბილისის სამარშუტო ტაქსიდან გაიქცა, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

პირი, რომელიც ზუგდიდი – თბილისის სამარშუტო ტაქსიდან გაიქცა, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

Published on

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან. თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით ქ. ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სიახლეები

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა,...

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...