მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიო საპატრიარქო მარტის ბოლომდე ღვთისმსახურებისა და რიტუალების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

მსოფლიო საპატრიარქო მარტის ბოლომდე ღვთისმსახურებისა და რიტუალების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

Published on

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, მსოფლიო საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს.

1. მსოფლიო საპარიარქოს სურს ხაზი გაუსვას მის მოწოდებას, რომ ყველამ შეზღუდოს მოგზაურობა და სახლიდან გასვლა, დარჩნენ სახლში საკუთარი და ზოგადად საზოგადოების უსაფრთხოების გამო.

2. აფასებს იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში საქმიანობენ და მადლიერებას გამოხატავს მათი განსაკუთრებული და უდიდესი ძალისხმევის გამო, რომ დაეხმარონ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვთ იმ ფონზე, რომ იაზრებენ იმ რისკს რაც მოდის კორონავირუსით დაავადებულებთან კონტაქტისგან.

3. ხაზგასმით აღნიშნავს აუცილებლობას, რომ ყველა დაემორჩილოს იმ ინსტრუქციებს, რომელსაც ჯანდაცვის ოფიციალური პირები აწესებენ საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

4. ზოგიერთი ეპარქიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ ვაცხადებთ საეკლესიო გადაწყვეტილებას, რომ მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა ღვთისმსახურება და რიტუალები, გარდა პირადი ლოცვებისა, რომელიც აღსრულდება ეკლესიებში, რომელიც იქნება ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მომავალში პანდემიასთან არსებული მდგომარეობის განვითარების შესაბამისად.

5. საპატრიარქო და სტავროპეგიის ყველა მონასტერი განაგრძობს რეგულარულ ღვთიურ მსახურებას სამონასტრო წევრებისთვის, მაგრამ არ დაიშვას მომლოცველთა და მნახველთა გარედან შემოსვლა.

6. ამავე წესით, მსოფლიოს საპატრიარქოს ოფისები დახურულ იქნება შემდგომ შეტყობინებამდე, ვიდრე მსოფლიო პატრიარქი და სამღვდელოება ილოცებს და ღვთისმსახურებას განახორციელებს მთელი მსოფლიოსთვის, რომ მოხდეს ამ განსაცდელის მალე დასრულება“, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა,...

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...