მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის 1-ლი საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ქრთამის აღების ფაქტი არ დასტურდება -...

ზუგდიდის 1-ლი საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ქრთამის აღების ფაქტი არ დასტურდება – ზუგდიდის პოლიციის სამმართველო

Published on

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ქრთამის აღების ფაქტი არ დასტურდება. ამის შესახებ ოფიციალური წერილი სკოლის დირექტორმა ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოდან მიიღო. ნინო გოგინავამ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება 2020 წლის 31 იანვარს შეიტანა. დირექტორი იმ ფაქტების გამოძიებას და სიმართლის დადგენას ითხოვდა, რაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამმართველოს მიერ გამოგზავნის წერილში წერია, რომ ფაქტი, რაც სოციალურ ქსელში გაჟღერდა, არ დადასტურდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. საქმე ეხება მოქალაქე რუსკა ცხადაიას სტატუსს, სადაც ის წერდა, რომ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა, მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ 1000 დოლარს იღებდა და განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებდა

სიახლეები

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა,...

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...