მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი საქართველოს 3 მოქალაქეს დაუდასტურდა

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსი საქართველოს 3 მოქალაქეს დაუდასტურდა

Published on

ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კორონავირუსი საქართველოს 3 მოქალაქეს დაუდასტურდა. საბერძნეთის და ესპანეთის შემდეგ, ახალი შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა.

ფაქტი დაფიქსირდა მიუნხენში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის, თუმცა მკურნალობას გერმანელი მედიკოსების მონიტორინგის ქვეშ გადის.

სტაბილურია ათენში მყოფი დაინფიცირებულის მდგომარეობაც. რაც შეეხება მადრიდში გამოვლენილ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქე, რომელიც პარალელურად ონკოლოგიური პაციენტია, კლინიკაშია მოთავსებული.

გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, ქალაქში პანიკაა და მაღაზიებში საკმაოდ დიდი რიგებია, თუმცა გადაადგილება შეზღუდული არ არის.

ქვეყნებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვაც შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თავს კარგად არ გრძნობს.

წითელ ზონად გამოცხადებულ იტალიაში კი, რამდენიმე დღეა ხალხი კარანტინში ცხოვრობს, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით იტალიაში გადაადგილება მკაცრად არის შეზღუდული.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 21 ათასს აღემატება, 1000 გარდაიცვალა.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...