მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის ფონდი ,,ქართუს'' განცხადება და ოპოზიციის რეაქცია ოლიგარქის ,,მზაობაზე'' პირადი თანხებით დაეხმაროს...

ივანიშვილის ფონდი ,,ქართუს” განცხადება და ოპოზიციის რეაქცია ოლიგარქის ,,მზაობაზე” პირადი თანხებით დაეხმაროს ხალხს კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში

Published on

ფონდი „ქართუ” კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მზადაა საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ფინანსურად დაეხმაროს. ფონდის განცხადებას ფეისბუკზე “ქართული ოცნების” გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, “ქართუ” “ოცნების” ლიდერის, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდია. “ქართუ ფონდი” საქართველოს თავრობას და შესაბამის სტრუქტურებს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის:

„ქართუ” ფონდი, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ეს დანაკლისი და სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუს ამ განცხადებას ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური:

,,ახლა ეს არამზადა აფერისტი ცდილობს სახელის მოპოვებას კორონავირუსით შეშინებული მოქალაქეების თვალში; – თურმე პირადი ფინანსებით  დაეხმარება სახელმწიფოს საჭიროების შემთხვევაში.

სინამდვილეში ეს “პირადი” ფინანსები არის გაძარცვული ქართველების ფული და ამ ფულსაც მხოლოდ სიტყვით გვაძლევს და არა რეალურად.” – წერს ნუგაზარ წიკლაური თავის პირად ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...