მთავარისიახლეებიეკონომიკასაერთაშორისო საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნის გამო ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 24 საათში...

საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნის გამო ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 24 საათში 125 მლნ დოლარი დაკარგა

Published on

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსს მიხედვით, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონება საფინანსო ბაზრებზე არსებული ვარდნის პარალელურად მცირდება.

ორგანიზაციის შეფასებით, ამ 13 მარტის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება $5.12 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გუშინდელთან შედარებით $125 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ამ შემცირების მიზეზს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნა იწვევს. გუშინ,Dow Jones-ის ინდექსი 10%-ით შემცირდა; S&P 500-ის ინდექსი 9.5%-ით დაეცა, Nasdaq-ის ინდექსი კი 9.4%-ით შემცირდა.

ბირჟებზე არსებული კლება კორონავირუსსა და ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდება. ამის გამო, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ჯამურად 200 მილიარდ დოლარზე დიდი დანაკარგები განიცადეს. ბოლო ერთ თვეში კი ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...