მთავარისიახლეებისაზოგადოება16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

Published on

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მერიიდან დღეს მიაწოდეს.

“გადაწყვეტილება არ შეეხება ზუგდიდის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას. 16 მარტიდან: შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა. დროებით გაუქმდება მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან. კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეთა მიღება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები შემდეგ ტელეფონის ნომრებზე მიიღონ: 591 44 75 46, +995599154025, +995591445320, 599525238 ელ ფოსტა: [email protected] საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: [email protected] აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება 1 აპრილამდე.”- წერია განცხადებაში

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...