საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფება, კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. ,,იტალიაში დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან და იმედი გვაქვს, მალე დაუბრუნდება სრულიად ჯანმრთელი თავის ოჯახს. ეს ჩვენთვის სასიხარულო ცნობაა”, – განაცხადა ზალკალიანმა. ახალგაზრდა ქალი მკურნალობას იტალიის ერთერთ კლინიკაში გადიოდა.