მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს სამშობლოში სპეციალური რეისით იტალიიდან 156 ადამიანი დაბრუნდა

დღეს სამშობლოში სპეციალური რეისით იტალიიდან 156 ადამიანი დაბრუნდა

Published on

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Airways-ის ორმა თვითმფრინავმა რომი-თბილისის სპეციალური რეისი შეასრულა და სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თვითმფირინავში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო დაცული.მისივე თქმით, სამშობლოში დღეს 156 ადამიანი დაბრუნდა.

„156 ადამიანი გამოცხადდა აეროპორტში. მანამდე პროცედურა იყო შემდეგი: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ბილეთი ან ჯავშანი, უნდა გაეგზავნა ეს ბილეთი, ჯავშანი და საპასპორტო მონაცემები, ძირითადად პასპორტის ასლი, სპეციალურად შექმნილ მეილზე საკონსულოში. მათ შეაგროვეს ეს ინფორმაცია, გადმოაგზავნეს დედაქალაქში, ჩვენ ეს ინფორმაცია გავიარეთ შესაბამის უწყებებთან ერთად, დავუბრუნდით ამ ხალხს, ყველასთან მოხდა კომუნიკაცია ტელეფონით. ამ კომუნიკაციის დროს, ყველა ამ ადამიანს განემარტა, რა პროცედურას გაივლიან თბილისში ჩამოსვლისას, რომ მათ შეეხებათ შემოწმება და შესაბამისად, ვალდებულები არიან შემოწმება გაიარონ და შემდეგ 14- დღიანი კარანტინი.

ყველა ამ ადამიანმა იცოდა, არც ერთს არ ჰქონდა პრეტენზია, ყველა იყო თანახმა, რომ ამ პირობით წამოსულიყო. მოხდა ასევე ინფორმაციის მიწოდება, სად უნდა მოსულიყვნენ, რომელ აეროპორტში, რომელ ტერმინალში, რა ადგილზე მოხდებოდა მათი თვითმფრინავში ჩასხდომა. მოვიდა 156 ადამიანი, მოხდა მათი თვითმფრინავში განთავსება შესაბამისი წესების დაცვით. ეს ადამიანები არ ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და შესაბამისი დისტანციის დაცვით ისხდნენ და გამოფრინდნენ საქართველოს მიმართულებით,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

როგორც ცნობილია, Georgian Airways-ის ეკიპაჟის ყველა წევრი სპეცტანსაცმლით იყო შემოსილი. ბორტგამ­ცი­ლებ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ტა­ჟი ჩა­უ­ტარ­დათ და ეკი­პი­რე­ბაც მიეცათ. მო­ქა­ლა­ქეების ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოყ­ვა­ნა ფი­ნან­სუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უზრუნველყო. შე­გახ­სე­ნებთ, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იტა­ლი­ას­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი 6 მარტს შეჩერდა. პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი ასე­ვე შე­წყვე­ტი­ლია ჩი­ნეთ­თან და ირან­თან.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...