მთავარისიახლეებიმსოფლიობიშკეკის მახლობლად ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა ქვეშ ნახევარი სოფელი მოიყოლა - მსხვერპლი...

ბიშკეკის მახლობლად ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა ქვეშ ნახევარი სოფელი მოიყოლა – მსხვერპლი დიდია

Published on

დღეს დილით , ადგილობრივი დროით  7  საათზე ბიშკეკის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში  Turkish Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი ბოინგ 747  . ავიაკატასტროფის ადგილას ამ დრომდე მიმდინარეობს  სამაშველო სამუშაოები, თვითმფრინავის ნაშთებსა და შენობების ნანგრევებში  დაღუპულებსა და დაშავებულებს ეძებენ.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია   32 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. დაშავებულია 11 ადამიანი, რომელიც მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაღუპულთა და დაშავებულტა შორის არიან ეკიპაჟის წევრები, მგზავრები და ადგილობრივი მცხოვრებლები, რომელთა სახლებზე დაეცა თვითმფრინავი,   ავიაკატასტროფის შედეგად დანგრეულია 30 სახლი. 
თვითმფრინავი   ჰონგ კონგი-სტამბოლის რეისს ბიშკეკის გავლით ასრულებდა. კატასტროფა მოხდა, როცა სრულდებოდა   მანევრი მანასას აეროპორტში დაშვებისათვის, მაგრამ  ასაფრენი ბილიკიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელში ჩამოვარდა და ხანძარი გაუჩნდა. 
რა გახდა ბოინგის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია,   სავარაუდოდ ეს შეიძლება გამოეწვია ბიშკეკში ჩამოწოლილ ძლიერ ნისლსა და ცუდ ხილვადობას. 

ყირგიზეთის მთავრობაში უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულებამდე ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი დახურული იქნება. სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ტრაგედიის ადგილას უკვე ჩავიდა ყირგიზეთის პრემიერმინისტრი, პრეზიდენტმა კი ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. 
17 იანვარი ყირგიზეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...