გუშინდელი დღის განმავლობაში 33 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. მათ ნაწილს საკარანტინე ზონაში აკვირდებიან და ნაწილი კი თვითიზოლაციაშია. – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს.
რაც შეეხება იმ პაციენტებს, ვისაც აქვს კორონავირუსი, ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთი პაცინეტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება, სხვა პაციენტების შემთხვევაში კი, ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, გამოიჩინონ მაღალი პასუხიმგებლობა და ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ თვითიზზოლაციაში.
“განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან, კორეა, ჩინეთი, იტალია, ირანი, ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა რაოდენობა, ყველა ადამიანი ვინც დაბრუნდება, გამოიჩინოს მაღალი პასუხიმგებლობა და იყოს თვითიზოლაციაში ბინაზე, ეს არის ყველაზე საუკეთესო საქციელი, პროცესი რომელიც შეამცირებს დაავადების გავრცელებას,” – ამბობს ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.