“ამ შეთანხმებით ქვეყანამ მოიგო და არა რომელიმე პოლიტიკურმა გუნდმა ან პარტიამ. გამარჯვებაზე საუბარი ჯერ ნაადრევი და არასერიოზულია. ვინ უფრო ბედნიერი იქნება არჩევნების შედეგებით, ამას ამომრჩეველი და არჩევნების შედეგები გადაწყვეტს.
მთავარია ის, რომ ჩვენს ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ინდივიდუალურად საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში – მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე დროს სასურველი პარტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ, რისკები ხელისუფლების ვერჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მინიმიზირებულია.”- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მმართვლი გუნდისა და ოპოზიციის შეთანხმებას საარჩევნო სისტემაზე.
“ამ შეთანხმებით ქვეყანამ მოიგო და არა რომელიმე პოლიტიკურმა გუნდმა ან პარტიამ”- მერაბ ქვარაია
Published on