მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უახლოესი ორი დღის განმავლობაში შედგება

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უახლოესი ორი დღის განმავლობაში შედგება

Published on

როდის გაიმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, ამას მხარეები არ აკონკრეტებენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაიმართოს.

ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნები უცვლელია: გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და უახლოესი არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, მაგრამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებენ. შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დიპლომატები ოპოზიციონერ ლიდერებს დღეს ინდივიდუალურად შეხვდნენ.  საუბარი კი, სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემას შეეხებოდა. არსებული ინფორმაციით, ელჩების ჩართვით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უახლოესი ორი დღის განმავლობაში შედგება.

სიახლეები

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ფონიჭალაში, სადაც გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, საგამოძიებო...

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...