კორონავირუსის შესახებ, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ცოდნის დონე, სხვა სექტორის წარმომადგენელთა კომპეტენციისგან არ განსხვავდება – შედეგი ინტერნეტ-კვლევამ გამოავლინა.
მონაცემების მიხედვით, ჯანდაცვის მუშაკთა 30%-ზე მეტის აზრით, COVID-19 და გრიპის ვირუსი ერთი და იგივეა. ონლაინ გამოკითხვა 3 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარეობდა და 5 ათას ადამიანზე მეტი ჩაერთო.
კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან საბრძოლველად მზადაა. 55%-ის აზრით კი, ქვეყანა მზად არ არის, თუმცა სისტემა გამოწვევასთან გამკლავებას ეფექტურად ცდილობს.
მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ვირუსის შიში აქვთ, რაშიც მედიის როლს გამოყოფენ. ვირუსის გადაცემის გზებზე სწორადაა ინფორმირებული გამოკითხულთა 96%. კვლევა “ნეოლაბის” დაკვეთით მონაცემთა კვლევის ჯგუფმა ჩაატარა.