მთავარისიახლეებისაზოგადოებააჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების და თანამშრომლების მხარდასაჭერად ზუგდიდში აქცია გაიმართა

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების და თანამშრომლების მხარდასაჭერად ზუგდიდში აქცია გაიმართა [Video]

Published on

ზუგდიდში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების და თანამშრომლების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. “თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე”, „სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს“ – ამ  მოწოდებებით შეიკრიბნენ ჟურნალისტები ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში. მათი თქმით, ის პროცესები, რაც ხდება აჭარის ტელევიზიაში არის ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე და სიტყვის გამოხატვის თავისუფალებაზე, რაც დაუშვებელია.

„დღეს შევიკრიბეთ ჟურნალისტები იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გუნდს. ის რაც დღეს ხდება იქ, ეს არის ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე, ტავისუფალ სიტყვაზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე და ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო მედიისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს ღირებულებები ძვირფასია და სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გუნდს“ – მაია ფიფი, რადიო „ათინათის“ ჟურნალისტი.

სიახლეები

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...

ბათუმი-თბილისის მატარებელი დიდუბესთან ქვეითს დაეჯახა

16 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, დიდუბესთან ქვეით მგზავრს დაეჯახა მატარებელი, რომელიც ბათუმი-თბილისის რეისს...