საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია თავსდება.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.
შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორისაა სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თამვჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეც, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილია.