მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქურდების გადაწყვეტილებებზე, რომ დადიხართ ისეთი ხელისუფლება მელაპარაკებით მე?“ - ბათლომე შელიამ საკრებულოს...

„ქურდების გადაწყვეტილებებზე, რომ დადიხართ ისეთი ხელისუფლება მელაპარაკებით მე?“ – ბათლომე შელიამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა [Video]

Published on

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დატოვა საკრებულოს სხდომა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ. მან დღის წესრიგის შეცვლა და აუდიტის ანგარიშის განხილვის გადმოტანა მოითხოვა, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა. ქართული ოცნების დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია ბათლომე შელიას მიერ გიგი უგულავას ხსენებამ, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. შელიამ კი დეპუტატებს ასე მიმართა: „ქურდების გადაწყვეტილებებზე, რომ დადიხართ ისეთი ხელისუფლება მელაპარაკებით მე?“. ხმაური და დაპირისპირება დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მანამდე ბათლომე შელია შპს აგროსერვისის  დაფინანსების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა: „რას ნიშნავს შანსი მივცეთ ფეხბურთის გუნდია?“.

შეგახსენებთ, რომ შპს აგროსერვისის ფინანსური ხელშეწყობისთვის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი გამოიყოფა. ეს ის კომპანიაა, რომლის უფუნქციობაზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი..

სიახლეები

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს

ილია მეორე საპატრიარქოს რეზიდენციიდან გამოასვენეს - გარდაცვლილ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრისკენ წააბრძანებენ. სამგლოვიარო პროცესიაში...

შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს

ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ცნობილი გახდა,...

ბაჩო ახალაიას ცოლი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად,...

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს -...