მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე იდლიბში - შეაჩერებს თუ არა ეს...

თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე იდლიბში – შეაჩერებს თუ არა ეს სირიაში ძალადობის ტალღის გამო დაწყებულ მღელვარებას

Published on

თურქეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე სირიის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია იდლიბში, რითაც ანკარა და მოსკოვში სირიაში ძალადობის ტალღის გამო დაწყებული მღელვარების შეჩერებას მოელიან.

შეთანხმების შესახებ გამოცხადდა 5 მარტს მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთა ნექვს საათიანი შეხვედრა გამართა მოსკოვში.

მხარეებმა გამოაცხადეს, რომ შეთანხმება გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უნდა განხორციელდეს შუაღამიდან, არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს 12 კილომეტრიანი ზონის შექმნას ავტომაგისტრალ M5-ის გასწვრივ. მას რუსეთის და თურქეთის ძალები პატრულირებისთვის იყენებენ 15 მარტის შეთანხმების მიხედვით.

იდლიბში, სირიელ მეამბოხეთა გამაგრების არეალში, ვითარება გამწვავდა ბოლო კვირებში მას მერე, რაც თურქეთმა სირიის მთავრობის ძალების წინააღმდეგ იერიში დაიწყო. სირიის მთავრობა, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი რუსეთის მჭიდრო მოკავშირეები არიან. 27 თებერვალს, ანკარა იტყობინებოდა თავისი 34 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, რაშიც სირიას ადანაშაულებდა. სამაგიეროდ, 1 მარტს, თურქეთმა 19 სირიელი სამხედრო დახოცა და ჩამოაგდო მთავრობის ორი თვითმფრინავი.

თურქეთს და რუსეთს, რომლებიც სირიაში კონფლიქტის დაპირისპირებულ მხარეებს უმაგრებენ ზურგს, სურთ თავიდან აიცილონ პირდაპირი კონფრონტაცია. ბოლო ინციდენტების შემდეგ მიმომხილველები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ ნატოს წევრი თურქეთი და რუსეთი შეიძლებოდა სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყვნენ.
შეხვედრის შემდეგ პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ ახალი შეთანხმება კარგი საფუძველი იქნება იმისთვის, რომ იდლიბის დეესკალაციის ზონაში ბრძოლა დასრულდეს და ბოლო მოეღოს სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვისთვის ბოლოს მოღებისთვის.

ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი „იტოვებს უფლებას მთელი ძალით უპასუხოს სირიის მთავრობის ძალების ყოველგვარ თავდასხმას”.

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...

მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ...

დააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი – 7 არასრულწლოვანია

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების...

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...