მთავარისიახლეებისაზოგადოება9 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა - მარინა ეზუგბაია

9 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა – მარინა ეზუგბაია

Published on

„ინფექციურში წევს 25 პაციენტი. გუშინ 15 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება კორონავირუსზე და ყველაზე მიღებულია უარყოფითი პასუხი, ნაწილი უკვე გადასულია საკარანტინო სივრცეში, ნაწილი დღეს გადავა. ამ დროისთვის, მხოლოდ 5 პაციენტზეა ტესტი ასაღები.

9 ინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საშუალოზე მძიმე, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი იმიტომ, რომ პროგნოზულად მაინც სერიოზულია, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მსუბუქი. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, ანუ დადებითი ტესტირებით და კლინიკის გამოვლენის გარეშე, ამათთან რა თქმა უნდა, გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და შეფასება, შესაბამისად დინამიკაში როგორ ვითარდება სიტუაცია.

ჯერჯერობით, ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგნოზირება და კლინიკის გამოვლენა, მაგრამ ის პირველ სამ პაციენტთან, რომელიც 1 კვირაზე მეტია წევს, ჯერჯერობით, სტაბილური სიტუაციაა. ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, რადგან ამ პაციენტების კვლევა და მართვა წარმოებს იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც უკვე შემუშავებულია” – განაცხადა ეზუგბაიამ.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...