მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის მიერ მიგრანტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ევროკავშირისთვის მტკიცედ მიუღებელია

თურქეთის მიერ მიგრანტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ევროკავშირისთვის მტკიცედ მიუღებელია

Published on

თურქეთის მიერ მიგრანტების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ევროკავშირისთვის მტკიცედ მიუღებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ევროკავშირის საბჭო აცნობიერებს იმ რისკებსა და მზარდი მიგრაციისგან გამოწვეულ ტვირთს, რის წინაშეც თურქეთი საკუთარ ტერიტორიაზე დგას, ასევე იმ აშკარა ძალისხხმევას, რაც მან 3,7 მილიონი მიგრანტისა და ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემის კუთხით განახორციელა, თუმცა საბჭოსთვის მტკიცედ მიუღებელია თურქეთის მიერ მიგრაციული ზეწოლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ევროკავშირის გარე საზღვრებზე შექმნილი ეს სიტუაცია მიუღებელია. საბჭო ელოდება თურქეთისგან 2016 წლის ერთობლივი განცხადების დებულებების სრულად შესრულებას”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ევროკავშირის გარე საზღვრები დაიცვან. ამასთანავე, ევროკავშირის საბჭო მიესალმება ევროპის კომისიის მიერ საბერძნეთისთვის დახმარების სახით დამატებით 700 მილიონი ევროს გამოყოფას.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების გამწვევაბის შემდეგ განაცხადა, რომ მიგრანტთა და დევნილთა ნაკადებს ვეღარ აკავებს და მათ ევროკავშირში შესვლის უფლებას მისცმეს.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების გამწვევაბის შემდეგ განაცხადა, რომ მიგრანტთა და დევნილთა ნაკადებს ვეღარ აკავებს და მათთვის ევროკავშირთან თავისი საზღვარი გახსნა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...