მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ ვაპირებ არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას: მე ზეპარტიული...

არ ვაპირებ არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას: მე ზეპარტიული პრეზიდენტი ვარ

Published on

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში უკვე დასრულდა. მას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები და ამ პარტიიდან ბოლო თვეებში წასული დეპუტატების ნაწილი ესწრებოდნენ. სხდომაზე არ იმყოფებოდნენ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები. კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”. მოხსენება არ მოუსმენია არც პატრიოტთა ალიანსს.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციით დადგენილი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, არ აპირებს პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას და არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას:

„არა იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია, არა იმიტომ, რომ ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მიუკერძოებლობის მიუხედავად, არ უნდა გამოირიცხოს პრეზიდენტის პოლიტიკური როლი ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოების დამშვიდებაში ხელშესაწყობად. ამ მიზნით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალაში რჩება მისი წინადადება, საპრეზიდენტო პლატფორმა გამოყენებული იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგისათვის:

„დღეს იმედიანად ვარ, რამეთუ ბოლო დღეებში პოლიტიკური შეთანხმებისკენ ნაბიჯები იდგმება. თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი შეფასებით, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა იმისთვის, რათა ერთის მხრივ, “მშვიდობიანად მივიდეთ”, მეორეს მხრივ კი სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს – კობახიძე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ტრაგიკულ პიროვნებად" მოიხსენია. მისი მტკიცებით, ასეთი ელჩის მიერ ორგანიზებული...

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...