მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის ძველი, სახეცვლილი და ახალი მესიჯები -...

სალომე ზურაბიშვილის ძველი, სახეცვლილი და ახალი მესიჯები – შეძლო თუ არა მან ამჯერად მის მიერვე პრეზიდენტად წოდებული ივანიშვილის დაკვეთაზე ამაღლება

Published on

დღეს, 4 მარტს საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს უსმენენ. ის დეპუტატების წინაშე მთელი წლის ანგარიშით წარსდგა.

სალომე ზურაბიშვილმა უკვე ისაუბრა ძირითად პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა და პარალელურად სცადა წაეშალა ზოგიერთი თავისი წინამორბედი ოპუსისა და ლაფსუსის კვალი, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა მისი, როგორც პრეზიდენტის ავტორიტეტი.

სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ძველი და გააჟღერა სახეცვლილი თუ ახალი მესიჯები:

1.აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია – შემწყნარებლობის ნაცვლად. სიძულვილი – სიყვარულის ნაცვლად. შეურაცხყოფა – ზრდილობის ნაცვლად. ეგოიზმი და კარჩაკეტილობა – სოლიდარობის ნაცვლად. შიში – ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად.

2. ზოგი სამართლიანი და ზოგიც პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, სასამართლოს პროგრესი უდავოა

3. ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც მოლოდინიც მეტია

4.გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ ან პირიქით, ამ ახალი ურთიერთობების განმსაზღვრელი არის სრული პრაგმატიზმი, საკუთარი ქვეყნის ინტერესები, რასაც არც ერთი იდეოლოგია აღარ ნიღბავს

5. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მთავარი საყრდენია, საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით

6. 30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა, სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო

7.ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც  უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს თავის ევროპულ ოჯახში ღირსეულ წევრად დაბრუნებით, ჩვენს თაობას აქვს ერთი ვალდებულება – დაძლიოს პოლარიზაცია.

პრეზიდენტის გამოსვლა ამ დროისთვისაც გრძელდება,  პლენარულ სხდომას არ ესწრებიან ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები. ისინი საარჩევნო სისტემაზე ვერშეთანხმების გამო კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. პარალელურად კი პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტვისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...