მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნება“ სკამებით თამაშობს და ფიქრობს, რომ მანდატებით ვინმეს იყიდის'' - გიორგი...

„ქართული ოცნება“ სკამებით თამაშობს და ფიქრობს, რომ მანდატებით ვინმეს იყიდის” – გიორგი ვაშაძე

Published on

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე თავის პოზიციაზე რჩებიან.

„ვინც თამაშობს სკამებით და ფიქრობს, რომ მანდატებით ვინმეს იყიდის, ეს არის „ქართული ოცნება“, როცა ნელ-ნელა აგდებს 100/50, ახლა 110/40 და ასე შემდეგ ვერსიებს. რაციონალური თანაფარდობა იყო ჩვენი მხრიდან ნათქვამი – 130/20. დანარჩენს ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიხილავთ არც ერთ შემთხვევაში. სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა იზიარებს ჩვენს პოზიციას“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ მხარდამჭერებს ვერ მოატყუებს და მხარს ვერ დაუჭერს ისეთ სისტემას, რომელიც არ არის პროპორციულთან მიახლოებული.

„ვერ მოვატყუებ მხარდამჭერებს და აქედან გამომდინარე, ვერ დავუჭერ მხარს ისეთ სისტემას, რომელიც არ არის მიახლოებული პროპორციულთან; რომელიც არის ტყუილი და თაღლითობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ციფრების კალამბურით, რომელიც ახლა შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“, უნდა, რომ დაბნეულობა შემოიტანოს. ძალიან მარტივი საკითხია, რომელიც ძალიან მარტივად წყდება 130/20-თი“, – აცხადებს ვაშაძე.

სიახლეები

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...