მთავარისიახლეებიპოლიტიკაკარლ ჰარცელი: ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს

კარლ ჰარცელი: ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს

Published on

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ვინაიდან როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად არის.

“ჯერჯერობით ნათელი არაა, რა იქნება, მაგრამ კარგია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, მზად არის, რომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას და კომპრომისზე წავიდეს. არსებობს სხვადასხვა სცენარი იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არაფერი არ არის გარანტირებული, მაგრამ შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ძალიან დიდი სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის. ეს წარმატება დიალოგში საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იქნება ნიშანი, რომ საქართველოში მიმდინარეობს ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს”, – თქვა კარლ ჰარცელმა. კომენტარის თარგმანი ტვ პირველმა გაავრცელა.

მანდატების რა პროპორციებით გადანაწილების წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ოპოზიციას არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურს. ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

ხელისუფლებისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ეს ვარიანტი მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 40-ზე ნაკლებ ოლქად საქართველოს დაყოფა შეუძლებელია, შესაბამისად, 20 ოლქის შექმნა ვერ მოხერხდება. “ოცნებაში” ამბობენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

სიახლეები

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...