მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობამ ირანის მოქალაქეების და იქ ნამყოფი უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა დროებით უნდა...

საქართველოს მთავრობამ ირანის მოქალაქეების და იქ ნამყოფი უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა დროებით უნდა აკრძალონ – მიხეილ სააკაშვილი

Published on

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლა დროებით უნდა აიკრძალოს.

„საქართველოს აქვს ძალიან ბევრი, კონკრეტული გამოწვევა. როდესაც შენ ჩამოშლილი გაქვს ხელისუფლება, ამას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. ავიღოთ კონკრეტული სიტუაცია, ახლოვდება ნოვრუზ ბაირამი, ირანული ახალი წელი. იცით, რომ ირანელი ტურისტები ხშირად ჩამოდიან საქართველოში, მათ საქართველო ძალიან უყვართ. პრობლემას ვერ ვხედავ, როცა ტურისტი ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩამოდის, იმიტომ, რომ თუ ფულს ხარჯავს, ადამიანს ასაქმებს, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის მხოლოდ კარგია. მაგრამ, დღეს ირანში მასობრივად არის გავრცელებული კორონავირუსი, ჩაკეტილია სკოლები, საზოგადოების შეყრის ადგილები, აკრძალულია კონცერტები.

ამ პირობებში, ნოვრუზ ბაირაიმზე საქართველოში ჩამოსვლას აპირებს 40, 45, შეიძლება 50 000 ირანელი და დასწრებას აპირებენ კონცერტებზე, საჯარო ღონისძიებებზე. საქართველოს მთავრობა დღემდე დუმს, არაფერს აკეთებს ამ სიტუაციაზე რეაქცია რომ მოახდინოს. ეს არის კლასიკური ნიმუში, რას ნიშნავს უპატრონო ქვეყანა. ამათ დაუყოვნებლივ უნდა აკრძალონ ფრენები. ხაზს ვუსვამ, დროებით უნდა აკრძალონ საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლა, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირანში იყვნენ, დროებით არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში. ქართველები, ვინც შემოვლენ, რა თქმა უნდა, მათ უნდა მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, შემოწმება და ა.შ. იმისთვის, რომ არც თვითონ ჩაიგდონ საკუთარი თავი საფრთხეში და არც სხვები. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეების უნდა მივხედოთ.

აბა, ახლა მივიდეს, საქართველოს ვაი მთავრობა და ჩემს ჯინაზე არ აკრძალოს ფრენები. ჩემს ჯინაზე, უფრო მეტად შემოუშვას ირანელები და ვიცით, ამის გამკეთებლებიც არიან. იმიტომ, რომ ეს არის მთავრობა, ვინც ჩემს ჯინაზე დაკეტა ქუთაისში პარლამენტი და ყიდის. რა თქმა უნდა, საქართველოში ამას ერთადერთი მყიდველი ჰყავს, ეს არის ივანიშვილი“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...