მთავარისიახლეებიპოლიტიკაარის თუ არა მარგველაშვილისთვის პირადი დაცვის მოხსნა „ქართული ოცნების“ კიდევ...

არის თუ არა მარგველაშვილისთვის პირადი დაცვის მოხსნა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიზებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად

Published on

,,ყოფილი პრეზიდენტისთვის პირადი დაცვის მოხსნა გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიზებული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად” – დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. იგი ამბობს, რომ დაემშვიდობა პირადი დაცვის წევრებს და მადლობა გადაუხადა მათ საუკეთესო სამსახურისთვის.

დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

ინფორმაციაში განმარტებულია, რომ კანონის თანახმად, პრეზიდენტს დაცვა ინაუგურაციის დღიდან ენიშნება და უნარჩუნდება 1 წლის განმავლობაში, უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი.

2019 წლის გაზაფხულზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი. შესაბამისი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დაცვა მათ შესაძლოა დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...