მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთი საკუთრებაში აქვთ, სახლებს აუშენებენ

დევნილებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთი საკუთრებაში აქვთ, სახლებს აუშენებენ

Published on

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება.

პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

„დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება. შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.

მსგავსი ტიპის სახლების მშენებლობა მარნეულში, 31 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის უკვე მიმდინარეობს.

პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ: ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ.N106; ქუთაისი – აბაშიძის გამზ. N27; გორი – სამების ქ.N1; რუსთავი – ცურტაველის ქ.N5.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს“,- აღნიშნულია  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...