მთავარისიახლეებისაზოგადოებაTI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა. “ელექანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტუილ მიზანი არ იკვეთება”- წერს ორგანიზაცია.

TI-ის დასკვნით, სასამართლოს ჰქონდა საფუძველი დაედგინა, რომ ელისაშვილმა სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა. თუმცა, განაჩენის მთავარი პრობლემა ამ ქმედების ტერორისტულ აქტად კვალიფიკაციაა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა ელისაშვილს და რომელი მტკიცებულებები ადასტურებდა ასეთი მიზნის არსებობას.

ჩვენი შეფასებით, ელისაშვილის ტერორისტული აქტის მცდელობაში დამნაშავედ ცნობით სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა უფლებები. აღნიშნული გარემოებები ქმნის საფუძველს, რომ იგი ევროსაბჭოს კრიტერიუმების შესაბამისად პოლიტიკურ პატიმრად იქნეს მიჩნეული”- აცხადებენ “სერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოში”.

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...