მთავარისიახლეებიარ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

Published on

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ “წინა თანამდებობაზე რა მისიაც ჰქონდა, ამოწურა”.

“როცა მეუბნებიან, აქ გვჭირდებიო, მართლა გულწრფელად მიხარია […] ირაკლი კობახიძესთან ასეთი საუბარი მართლაც შედგა, დასამალი არაფერია – რომ გამოწვევა დღეს აქ არის და გამკლავება სჭირდებაო. პრემიერის აზრი თუ არის ის და მისი თქმით, არის, რომ ამ გამოწვევას ჩემზე კარგად ბევრი ვერ გაართმევს თავს, დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა გამოწვევას და იმის შესრულებას, რა დავალებაც იქნება ქართული ოცნების გუნდის, რომ რეგიონებში გავაძლიერო ბევრი იმ საქმის კეთება, რაც დაწყებულია. რომელსაც კიდევ უფრო მეტი მონდომება, სისტემურად კარგი მენეჯმენტი, ბიუროკრატიული ელემენტების შემცირება და აშ. სჭირდება. რწმუნებულებთან დავდივარ, საკითხებს საათობით გავდივართ და მგონია, რომ აქაც რაღაცას შევძლებ […]

რეგიონალური პოლიტიკის წარმართვა სერიოზული პრიორიტეტია. ადამიანების აღქმაშიც კი რეგიონალური განვითარება სოციალურ, ტექნიკურ და მსგავს საკითხებთან ასოცირდება. ეს რეგიონალური პოლიტიკის წარმოებაში ერთ-ერთი შემადგენელი უნდა იყოს და არა ერთადერთი. ამიტომ, აქ რანგის აწევა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რომ გარკვეულწილად რეგიონალურ საკითხებში, ყველა უწყება სახელმწიფო მინისტრთან და მის აპარატთან ურთიერთანგარიშვალდებულების ფორმატში იყოს […]

არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი ამ პოსტზე ყოფნა დიდი ხანი არ იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი მთავარი მისია გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენებაა. შემდეგ თუ უფრო მეტი გამოწვევა სხვაგან იქნება, შეიძლება იქაც გადავინაცვლო”. – თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ივლისის ბოლოს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება ახალი, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ასევე მდინარაძე იკავებდა, გაუქმდება

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...