მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონმა საქართველოსა და უკრაინისთვის ანტისატანკო სისტემა "Javelin"-ის საწარმოებლად ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი

პენტაგონმა საქართველოსა და უკრაინისთვის ანტისატანკო სისტემა “Javelin”-ის საწარმოებლად ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი

Published on

ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს ანტისატანკო კომპლექს ჯაველინების წარმოება საქართველოს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის ვებსაიტზე საკონტრაქტო ხელშეკრულების წერილშია გაცხადებული.

კომპანიები, Raytheon და Lockheed Martin დაიწყებენ აღნიშნული სისტემების წარმოებას საქართველოს, უკრაინის, ლიტვის, თურქეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის. ამ მიზნით ამერიკის მთავრობამ 18.4 მილიონი დოლარი გამოყო.

კონტრაქტის პირობების თანახმად, წარმოება 2020 წლის 25 ივნისს უნდა დასრულდეს, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯაველინი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანტისატანკო სისტემაა, რომლის მოქმედების ეფექტურ მანძილს წარმოადგენს 2500 მეტრი. აღნიშნული სისტემა სამიზნეს, ჯავშანტექნიკას გასროლიდან ვერტიკალურად ეცემა კოშკურის ნაწილში, სადაც ყველაზე დაუცველია საბრძოლო საბრძოლო ტექნიკა.

სისტემას გააჩნია „ გაისროლე დაივიწყეს“ პრინციპი, რაც გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მას გასროლის შემდეგ მემიზნე ოპერატორი არ სჭირდება, რომელიც რაკეტას ფრენის საბოლოო დანიშნულებამდე მიიყვანს კომპიუტერული მოწყობილობის საშუალებით. მასში ჩადებულია სპეციალური ტექნოლოგიური მიკროსქემა, რომლის მეშვეობითან რაკეტა გასროლამდე ობიექტს იმახსოვრებს და შემდეგ ავტომატურად მიზდევს სამიზნეს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამ დროისთვის ჯაველინის 75 გამშვები დანადგარი და 410 რაკეტაა.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...