მთავარისიახლეებისაზოგადოებამილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

Published on

ახალგაზრდობის სააგენტომ, ახალგაზრდობის ხელშესაწყობად მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის შესახებ რეგიონული საინფორმაციო ტურნე დაიწყო.

ტურნეს ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, 1 მლნ ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსს აცხადებს. სააგენტოს ,,მილიონიანი ფონდი“ საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება.

სააგენტოს მილიონიანი ფონდიდან საერთო ჯამში 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3 ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.
ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც საერთო ჯამში ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას.

კონკურსი 24 თებერვალს დაიწყო და საკონკურსო წინადადებების შემოტანა 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე: Youthplatform.gov.ge.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...