მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიის მიერ სოციალური პროექტის ფარგლებში აშენებული სახლების ნაწილი შეუსახლებელია - აუდიტი...

ზუგდიდის მერიის მიერ სოციალური პროექტის ფარგლებში აშენებული სახლების ნაწილი შეუსახლებელია – აუდიტი [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა წარმართა ხარვეზებით, რითაც სრულად არ არის უზრუნველყოფილი პროგრამის ძირითადი ამოცანები. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურშია აღნიშნული.

ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სოფლებში: კახათში, ცაიშსა და ჭითაწყარში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენებული სახლები, დაკეტილია და საცხოვრებლად არ გამოიყენება. ინგა წყაბელია ერთ-ერთი მათგანია, ვინც დღემდე ამ სახლში არ გადმოსულა, მისი თქმით, პრობლემები აქვს იმის გამო, რომ სახლი მის სახელზე ვერ გადმოიფორმა და ელ.ენერგია შეყვანილი არაა.წყაბელიების ოჯახის შესახებ ინფორმაციას ფლობს სოფლის რწმუნებული ადამ ქარჩავა, რომელიც  ამბობს, რომ ყველაფერი ოჯახის ფინანსურ საკითხებს უკავშირდება.

აუდიტის დასკვნას არ ეთანხმებიან მერიაში. საფინანსო-საბიუჯეტო შესყიდვების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მშენებელ კომპანიას უკვე მიმართეს და ხარვეზი აღმოიფხვრება და ამაში  კორუფციული გარიგეგების სერიას ვერ ხედავენ.

აუდიტის დასკვნას ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიები.

სახლების მშენებლობაზე დახარჯულია სულ 50.4 ათასი ლარი, რომელიც ფაქტობრივად არაეფექტიანი ხარჯია, რადგან პროგრამის მიზანი − საჭიროების მიხედვით საცხოვრისით დაკმაყოფილება, ვერ იქნა მიღწეული.სოფლებში: ორსანტიაში, შამადელასა და კოკში სახლები ააშენა შპს „ევრომშენი 999“-მა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით და ობიექტების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა, ნაწილი კი განხორციელდა ხარჯთაღრიცხვით დადგენილი პარამეტრების შეუსაბამოდ.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...