მთავარისიახლეებიპოლიტიკა23 წლის წინ, ამ დროისთვის შევარდნაძეს უპატაკეს...

23 წლის წინ, ამ დროისთვის შევარდნაძეს უპატაკეს…

Published on

23 წლის წინ, ამ დროისთვის, შევარდნაძეს უპატაკეს…
საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ყველასგან მიტოვებული, ნაღალატევი და მიუსაფარი, სამეგრელოს მთიან, განაპირა სოფელ ხიბულაში აღესრულა.
და მანაც არ დააყოვნა: ,,ქვეყანას მოშორდა შავი ჭირი''. – ასე მიულოცა უზურპატორმა ახალ წელს ქართველ ხალხს ეროვნული გმირის მოკვდინება.
 
მაგრამ სახელმწიფო მანქანამ და ყველამ, ვინც ამ  სიცრუის ტირაჟირებას მთელ მსოფლიოში ცდილობდა, დროთა განმავლობაში   კრახი განიცადა, რადგან , როგორდ  მაჰათმა განდი  (ინდოელების ზვიად გამსახურდია) ამბობდა,   ,,სიცრუე რომ ქვეყანას მოსდო, ამთ ის არ იქცევა ჭეშმარიტებად, ისევე როგორც ჭეშმარიტება არ იქცევა სიცრუედ, თუნდაც მას ვერავინ ხედავდეს''
ეს გაკვეთილია ყველა ცილისმწამებლისათვის, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე შეუთვისებელი.
ზვიად გამსახურდია დღეს მთაწმინდაზეა და ქართველების გულში, თუმცა კი დროდადრო მკვდარსაც ებრძვიან, ებრძვიან იმთ, რომ ღალატობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას და რუსეთში ფულმოხვეჭილ ოლიგარქს შეეკვრნენ.  
 
ხოლო ყვავილები , რომელიც დღეს ზოგიერთს კარგად დაყენებული მწუხარე სახით მიაქვს მის საფლავზე, სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა  და, რაც  არანაკლებ სამწუხაროა – გულუბრყვილობა მოხუცი ქალისა, რომელმაც კოცონზე დასაწვავად გამეტებული ,,სიმართლისათვის დევნილისათვის" შენთებულ ცეცხლს მუგუზალი შეაწია…
 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...