მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიამ ხორცსაკეპი მანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გააუქმა

ზუგდიდის მერიამ ხორცსაკეპი მანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი გააუქმა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი, საზოგადოებაში გამოწვეული აზრთა სხვაობის გამო გაუქმდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა დღესასწაულისთვის 20 სხვადასხვა ორგანიზაციიდან წარმოდგენილ ქალბატონს თაიგულს და 200 – 200 ლარს, ფულად საჩუქარს გადასცემს, რათა თითოეული მათგანის ინტერესი თანაბრად იქნეს გათვალისწინებული. ზუგდიდში მოქმედი 20 სხვადასხვა ორგანიზაცია ქალბატონებს თავად, საკუთარი კრიტერიუმებით შერჩევს და წარადგენს.

ზუგდიდში ქალთა სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სასაჩუქრედ 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენას გეგმავდა. როგორც მერიაში ამბობდნენ, საჩუქრები იმ ქალებისთვის იყო განკუთვნილი, რომელთაც ქალაქის განვითარებაში შეაქვთ წვლილი. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული და პრობლემური.

შეგახსენებთ,სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სასაჩუქრედ 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენას გეგმავდა. როგორც მერიაში ამბობდნენ, საჩუქრები იმ ქალებისთვის იყო განკუთვნილი, რომელთაც ქალაქის განვითარებაში შეაქვთ წვლილი. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული და პრობლემური.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...