მთავარიUncategorizedსაარჩევნო წელს ოპოზიციის ლიდერების დაკავება უამრავ კითხვას აჩენს - ამავე თემას ეხმიანება...

საარჩევნო წელს ოპოზიციის ლიდერების დაკავება უამრავ კითხვას აჩენს – ამავე თემას ეხმიანება სამოქალაქო სექტორი

Published on

საარჩევნო წელს ოპოზიციის ლიდერების დაკავება უამრავ კითხვას აჩენს – ამავე თემას ეხმიანება სამოქალაქო სექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსაც, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამოსვლა და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს – ამბობენ მესამე სექტორში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ გამოძიების დაწყება ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანი ხდება მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში აღნიშნული საქმეების გამოძიება ან შეჩერებული იყო, ან საერთოდ არ ხდებოდა.

“რიგ საქმეებში გამოძიება ან სასამართლოებში საქმის წარმოება არის შეჩერებული და რაღაც ეტაპზე პრაქტიკულად ყველა საქმის მიმართ ერთდროულად იწყება პროკურატურის მხრიდან აქტიურობა და იწყება სასამართლოში ფორსირებულად საქმეების განხილვა. რეალურად, საარჩევნო წლის განმავლობაში ფორსირებულად ოპოზიციაში მყოფი დეპუტატების მიმართ გამოძიების წარმოება, ან სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ, ტელევიზიების მფლობელების მიმართ, გამოძიების წარმოება, ეს ყოველთვის არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში პრაქტიკულად ამ ტიპის საქმეების გამოძიება ან გაჩერებული იყო, ან საერთოდ არ ხდებოდა,” – განაცხადა სულხან სალაძემ.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, გიგი უგულავასა და ნიკა მელიას დაპატიმრებები პოლიტიკური მოტივაციით არის განპირობებული.

“ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული დაკავებები. იგივეს აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოქვეყნდა ევროპარლამენტარების წერილის, რომლებსაც იგივე განცდა აქვთ. ნიკა მელიას თაობაზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა, შესაძლებელია ისიც დააპატიმრონ. ამ საკითხზე აუცილებელი არის, რომ სრულიად საზოგადოებრივი კონსენსუსის ფარგლებში მოხდეს დიალოგი,” – აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...