მთავარისიახლეებისაზოგადოებაყინულის სახლის დემონტაჟი და გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებოდა კომპანიას,...

ყინულის სახლის დემონტაჟი და გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებოდა კომპანიას, როცა ის მიწას სიმბოლურ ფასად შეიძენდა – მერია [Video]

Published on

ყინულის მოედნის სადემონტაჟო სამუშაოები ზუგდიდის მერიას 287 ათას 533 ლარი დაუჯდება. სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² – მა 7 270 118 ლარად  შეიძინა, მერიამ თავის თავზე აიღო ყინულის მოედნის დემონტაჟის და ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე მისი გადატანის ვალდებულება. მერიას სამუშაოები 2019 წლის დეკემბერში უნდა განეხორციელებინა, თუმცა ყინულის მოედანი დღემდე არ დაუშლიათ.კომპანია m² – მა მიწის ნაკვეთი 2019 წლის ივნისში შეიძინა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია  ამბობს, რომ მერიამ აღნიშნული ტერიტორია ძალიან დაბალ ფასად გაყიდა და თან ისე, რომ კომანიას ყინულის სახლის დემონტაჟის ვალდებულებაც არა აქვს. შელიას თქმით, სატენდერო დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი ახალი ყინულის მოედნის მშენებლობაზე, რომელიც, როგორც მერია განმარტავდა, ე.წ. კომკავშირული პარკის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, თუმცა უწყებამ საზოგადოება მოატყუა.

მერიის მხრიდან თანხების უაზრო ხარჯვაზე მიუთითებს „ნაციონალური მოძრაობა“, საკრებულოს წევრი პაატა ადამია აცხადებს, რომ უფუნქციო ყინულის სახლის შენახვაზე ბიუჯეტიდან ათასობით ლარი იხარჯება.

„ლელოს“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ბავშვებს ყინულის სახლი მოპარა. ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, მერიამ თვითნებურად, საზოგადოებასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა მიწის გაყიდვა და ყინულის სახლის ბედი.

“სამოქალაქო მოძრაობა” თვლის, რომ ხელისუფლებას ნამდვილად არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ ყინულის სახლის დემონტაჟისთვის თანხები ბიუჯეტიდან  გამოყოს.

ოპოზიციის კრიტიკას ზუგდიდის მერიაში უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს m²-ს უნდა განეხორციელებინა მოედნის დემონტაჟი, არასწორია. მერის მოადგილე გიგა ფარულავა ამბობს, რომ ყინულის სახლის დემონტაჟი   და გადატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებოდა კომპანიას, როცა ის მიწას სიმბოლურ ფასად, მაგალითად, 1 ლარად შეიძენდა.

რაც შეეხება ახალი ყინულის სახლს, გიგა ფარულავა აცახდებს, რომ ახალი ყინულის სახლის პროექტი და სამშენებლო სამუშაოების ტენდერი სულ მალე გამოცხადდება.

კომპნია m²- ის მიერ წინადადების შემოთავაზებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს აშენების შესახებ, აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. სასტუმროს მშენებლობა სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო სექტორმა აქციით არაერთხელ გააპროტესტა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...