მთავარისიახლეებიპროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

Published on

“2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, გასულ წელს მოგება – 6.17 მილიონი ლარი მხოლოდ GDS-მა ნახა. წინა წლების განმავლობაში

ამ 5 არხის მიერ დაგროვილმა ჯამურმა ზარალმა კი ₾860 მილიონს გადააჭარბა.

რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიებს, „TV პირველმა“ 2025 წელს ₾1.04 მილიონით იზარალა, წლების მანძილზე დაგროვილმა ჯამურმა ზარალმა კი ₾14.76 მილიონს მიაღწია.

ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში კი, reportal.ge-ზე არხის ფინანსური ანგარიში 2023 წლის შემდეგ ხელმისაწვდომი არ არის. რედაქციას ტელევიზიაში ამის მიზეზად დამოუკიდებელი აუდიტორის დასაქირავებლად საჭირო ფინანსური რესურსის არარსებობა დაუსახელეს, შესაბამისი სახსრების მოძიების შემდეგ კი, მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტიც მომზადდება.” – ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს.

სიახლეები

საქასტატის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ...

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...