მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ის ახალი ელჩი სუს-ის უფროსს შეხვდა

აშშ-ის ახალი ელჩი სუს-ის უფროსს შეხვდა

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული ელჩი კელი დეგნანი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა.

სუს-ის ინფორმაციით, „მხარებმა ხაზი გაუსვეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას და ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე“.

გრიგოლ ლილუაშვილმა და კელი დეგნანმა ილაპარაკეს უსაფრთხოების მხრივ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და რეგიონულ საფრთხეებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

კელი დეგნანი უფლებამოსილების შესრულებას 31 იანვრიდან შეუდგა. პირველი სამუშაო კვირის განმავლობაში აშშ-ის ელჩი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და კათოლიკოს-პატრიარქს.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...