მთავარისიახლეებისაზოგადოებაყინულის მოედნის სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

ყინულის მოედნის სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

Published on

ყინულის მოედნის სადემონტაჟო სამუშაოები ზუგდიდის მერიას 287 ათას 533 ლარი დაუჯდება. სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც ტერიტორია სამშენებლო კომპანია m² – მა 7 270 118 ლარად  შეიძინა, მერიამ თავის თავზე აიღო ყინულის მოედნის დემონტაჟის და ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე მისი გადატანა. მერიას სამუშაოები 2019 წლის დეკემბერში უნდა განეხორციელებინა, თუმცა ყინულის მოედანი დღემდე არ დაუშლიათ.კომპანია m² – მა მიწის ნაკვეთი 2019 წლის ივნისში შეიძინა. აღნიშნული კომპანიის მიერ წინადადების შემოთავაზებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე 80 ნომრიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს აშენების შესახებ, აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. სასტუმროს მშენებლობა აქციით არაერთხელ გააპროტესტეს.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...