მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფო აუდიტმა დარღვევები გამოავლინა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფო აუდიტმა დარღვევები გამოავლინა

Published on

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელების ნაწილი, ჯამში 19,846.8 ათასი ლარი და გარკვეული სახის დარღვევები გამოავლინა. ერთ-ერთი სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შეეხება.

აუდიტის სამსახურს მიაჩნია,რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა არაქმედითი ღონისძიებები განახორციელა. მათივე თქმით, გაწეული ხარჯის მიუხედავად, მასალების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია, სტიქიის შედეგები კი არ არის ლიკვიდირებული.

აუდიტის სამსახურისვე განმარტებით, მოსახლეობის უმეტესობას არ მიეწოდება სასმელი წყალი და ისინი ჭებით და წყაროებით სარგებლობენ. ხარვეზები შესწავლის შედეგად, გამოვლინდა მიწოდებულ წყლის ხარისხთან დაკავშირებითაც. თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად პასუხისმგებელ პირებს სათანადო ზომებისთვის არ მიუმართავთ.

“მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული უხარისხო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოები დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად”, – ნათქვამია დასკვნაში.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამის ფარგლებში იმაზე მეტ ვალდებულებას იღებდა, ვიდრე ბიუჯეტით ჰქონდა გათვალისწინებული. ეს იმ ფონზე, როცა გასულ წლებში აღებული ვალდებულებების დაფარვა არ გაუთვალისწინებიათ. აგრეთვე არ ჰქონდა გათვალისწინებული წინა წლებში აღებული ვალდებულებების დაფარვა. ამავე დასკვნის მიხევით, სამედიცინო დაწესებულებებმა კუთვნილი თანხები დაიბრუნეს სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა დამატებითი ხარჯი გასწია.

აუდიტი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ანაზღაურდა, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.

“შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მერიის შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვის და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა”, – ვკითხულობთ დასკვნაში

სიახლეები

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა – შსს-მ 1 პირი დააკავა

სს-მ 1983 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

მოკლული მასწავლებლის საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაერთო

საქალაქო სასამართლოში, თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ჩანიშნული პროცესი 20 წუთში დასრულდა. მოსამართლემ...

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...