მთავარიUncategorizedკალაძე იმუქრება. ოპოზიცია კი ხვალიდან პარლამენტის პიკეტირებას და „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას ...

კალაძე იმუქრება. ოპოზიცია კი ხვალიდან პარლამენტის პიკეტირებას და „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას აანონსებს

Published on

ხვალ პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხვალიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით პარლამენტთან აქციებს დაიწყებს და მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირებას და „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხვალ,„სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა 10:00 საათიდან იგემება და .13:00 საათამდე გაგრძელდება. აქცია განსხვავებული იქნება, რადგან არ მოხდება გზის გადაკეტვა.

„ხვალ, 10:00 საათზე პარლამენტთან ვიკრიბებით ყველა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ასევე სრული კოორდინაცია გვაქვს ახალგაზრდებთან. გვექნება „სირცხვილის კორიდორი“ განსხვავებული ფორმით, ვიდრე აქამდე იყო – არ დავიწყებთ წინააღმდეგობას მანქანების გადაადგილების, მაგრამ უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა, ვინც პარლამენტში შედის, უნდა იცოდეს, რომ უნდა რცხვენოდეს, რადგან არიან ჩვეულებრივი ლაქიები. ჩვენმა მშვიდობიანმა პროტესტმა სრული მხარდაჭერა მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ არც ერთხელ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია და რაც მთავარია, სიმართლე ჩვენს მხარესაა. ერთი რამ მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” – ჩვენ უკან არ დავიხევთ და ვიბრძვით, რადგან გვიყვარს ჩვენი სამშობლო. თქვენ, როგორც ბოროტების წყარო, წელს აუცილებლად ჩამოშორდებით ქვეყნის მართვას. მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა და საზოგადოების აზრის გათვალისწინება. ვის ეშინია თქვენი, ლაჩრებო?“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ოპოზიციის მიერ პიკეტირების დაანონსებას დედაქალაქის მერი  კახა კალაძე მუქარისშემცველი განცხადებით გამოეხმაურა. პარლამენტის პიკეტირება და ბლოკირება მიუღებელია და ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოყვება, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...