მთავარიUncategorizedმეუფე პეტრე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ არის დეკანოზის გათავისუფლების წინააღდეგი,...

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ არის დეკანოზის გათავისუფლების წინააღდეგი, მაგრამ უბრალოდ საპატრიარქოს არ დაუპირისპირდა

Published on

,,ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის უსამართლობა და ძალმომრეობა, რომლითაც პრეზიდენტი იქნა არჩეული, თუნდაც ბოლო ბილბორდები რომ ავიღოთ მხოლოდ მეორე ტურის და ა.შ. ”- განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ტვ პირველის ეთერში, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილისადმი ისე კრიტიკულად განწყობილი, როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი

,,მე მაშინ რეგიონში ვიყავი და მახსოვს, რა ძალმომრეობას ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიქნები ობიექტური და მიუკერძოებელი და ვიტყოდი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხიდან გამოშვება ნამდვილად არის ხელისუფლების და პირადად მისი [ბიძინა ივანიშვილის] ნება, უბრალოდ, საპატრიარქოს არ დაუპირისპირდნენ. ჩემთან პირად საუბარში ეს დაუფიქსირებიათ და მე აქ უკვე მჯერა ნამდვილად გულწრფელობის”– განაცხადა პეტრე ცაავამ

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...