მთავარისიახლეებიეკონომიკასურათები ძროხებთან უკვე გადავიღეთ, ახლა ღორებზე მიდგა საქმე

სურათები ძროხებთან უკვე გადავიღეთ, ახლა ღორებზე მიდგა საქმე

Published on

13 დეკემბერს მიღებულ იქნა მთავრობის დადგენილება №548 „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც არეგულირებს ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სადგომის რეგისტრაციის, სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებსა და შემზღუდავ ღონისძიებებს.
 
განმარტებითი ბარათის თანახმად, ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მისი სადგომის რეგისტრაციის მიზანს წარმოადგენს ღორის და მისი სადგომის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, აღრიცხვიანობის რეგულირება, სრული ინფორმაციის ფლობა და მიკვლევადობა, ღორის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ღორისგან მიღებული პროდუქტების წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ, ქვეყნის შიგნით ღორის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლი და სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა.
 
ღორის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელემენტებია: ნიშანდება, სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკი, გადაადგილების დოკუმენტი და მონაცემთა ელექტრონული ბაზა.
 
ღორების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო 2018-2021 წლებში, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გეგმავს, ხოლო 2022 წლიდან კი -მესაკუთრის ხარჯით.
 
დადგენილება  ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შედის.

 
,,მართლაც პიარი არ უვარგათ ამ ღორებს, თორემ როგორ შეიძლება ამ მუხლჩაუხრელად მშრომელ, სუპერკომპეტენტურ მთავრობაზე აუგი თქვას კაცმა?!- წერს ზაზა ბიბილაშვილი – მაშინ, როცა მთელი საქართველო ლარის კურსზე უსაფუძვლო, ბატონიბიძინას მტრების მიერ ხელოვნურად ინსპირირებულ პანიკასაა აყოლილი, მთავრობა აგრძელებს რეალური, საშვილიშვილო საქმეების კეთებას. საქმეებისა, რომლებიც აუცილებლად გააბრწყინებენ ივერიას საშუალო თუ არა, გრძელვადიან პერსპექტივაში''
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...