მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: ქართულმა ოცნებამ ბოლომდე ჩამოიხსნა ნიღაბი, როგორც პრორუსულმა ძალამ

გიორგი ვაშაძე: ქართულმა ოცნებამ ბოლომდე ჩამოიხსნა ნიღაბი, როგორც პრორუსულმა ძალამ

Published on

,,ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლომდე ჩამოიხსნა ნიღაბი ამერიკის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში, როგორც პრორუსულმა ძალამ.

,,დღეს მოვისმინეთ განსაკუთრებით ავტორიტეტული სენატორების, რიშის და შაჰინის  განცხადება, რომელიც ძალიან ღრმად და შინაარსიანად აღწერს, რა მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ მოდი, ღიად ვთქვათ, რატომ ხდება ეს და რა მდგომარეობაა საქართველოში, რატომ კეთდება ასეთი უპრეცენდენტო განცხადებები სენატორებისა და კონგრესმენებისგან?” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

,,პირველი, ქართულმა ოცნებამ ბოლომდე ნიღაბი ჩამოიხსნა ამერიკის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში, როგორც პრორუსულმა ძალამ. ისინი Facebook-ში აფინანსებდნენ ანტიდასავლურ კამპანიას.

მეორე, ქართული ოცნება დამნაშავეა ქართული დემოკრატიის ხელყოფაში და ამიტომ არის ასეთი მკაცრი განცხადებები

და მესამე, ისინი ბოლომდე მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, საქართველოს სახელმწიფოს და არასდროს დაუჭერენ მხარს ისეთ ძალას, რომელიც ხელყოფს ადამიანების განვითარების შესაძლებლობას.

და ბოლოს, არ გვეგონოს, რომ ისინი ჩვენ ნაცვლად შეცვლიან ხელისუფლებას. ეს ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენს ხელშია გასაღები

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...