მთავარისიახლეებიეკონომიკაენგურჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

ენგურჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

Published on

21 აგვისტოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი უნიკალურ ტექნიკურ და საინჟინრო ნაგებობად მიიჩნევა. "ეს ურთულესი კომპლექსი 2012 წლამდე მსოფლიოს უდიდეს კაშხლად ითვლებოდა, ამჟამად ის ყველაზე დიდი ჰესია სამხრეთ კავკასიაში. მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყოს გააზრებული ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობა. ეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნითაც კეთდება. იუნესკოს 39-ე სესიაზე, რომელიც წელს ჩატარდა, ინდუსტრიული ნაგებობების საკითხს არაერთი თემა მიეძღვნა. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 2015 წელს ევროპული კულტურული დღეების მთავარი თემაც ეს იქნება", – განმარტავენ კულტურის სამინისტროში. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ენგურჰესზე გარკვეული სამუზეუმო სივრცე – ვიზიტორთა ცენტრიც მოეწყობა. 21 აგვისტოს ენგურჰესზე ღონისძიება ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთობლივად ჩატარდება. მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 
 
ენგურჰესის ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს
 

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...