მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

Published on

    საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქეთი მელუას ჯილდო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართული კონცერტის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გადასცა.თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ქეთი მელუამ და გორის კამერულმა გუნდმა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს. „კონცერტის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით ქეთი მელუას ღირსების ორდენი გადასცა. ქართველ მომღერალი ღირსების ორდენით საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
 
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...