მთავარისიახლეებისპორტიზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება : ,,უამრავი გატეხილი გული, ძალიან...

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება : ,,უამრავი გატეხილი გული, ძალიან ბევრი ცრემლი, მადლობა უამრავი მოგონებისთვის”

Published on

NBA-ის ქართველი ვარსკვლავი, ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება.

“ძალიან ადრეა, ძალიან სევდიანია, უამრავი გატეხილი გული, ძალიან ბევრი ცრემლი, მადლობა უამრავი მოგონებისთვის”, – წერს ფაჩულია საკუთარ სოციალურ ქსელში.

კალათბურთის ლეგენდა, 41 წლის კობი ბრაიანტი, დღეს კალაბასასში ვერტფმრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა.

კობი ბრაინტთან ერთად ვეტრმფრენის ჩამოვარდნისას მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტიც დაიღუპა.

ტრაგედიის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით ვერტმფრენში მჯდომი არც ერთი ადამიანი არ გადარჩენილა.

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი 20 წლის განმავლობაში ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა.

NBA-ში 20-წლიანი კარიერის განმავლობაში კობიმ 18-ჯერ ითამაშა All Star-ი, ყველა ვარსკვლავის მატჩი.

მან ლეიკერსის რიგებში ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიგო.

ასევე, ორჯერ დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ოთხჯერ – ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად.

NBA-ში კობი ბრაიანტმა მთლიანობაში 33 643 ქულა მოიპოვა და ამ სტატისტიკაში მეოთხე ადგილზეა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...